„პუბლიკის“ ჟურნალისტმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“

„პუბლიკის“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“. მოგვიანებით ის ოთახის კართან დადო, რის შემდეგაც მანდატურმა აიღო.
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, კოლეგებისგან განსხვავებით, რომელიც საშვის საშუალებით პარლამენტში არ შემოუშვეს, თავად მედიააკრედიტაციით შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი ფურცელი არ შემოატანინეს, ბანერის შემოტანა მოახერხა.
„როდესაც ბიუროს სხდომიდან გამოვლენ, მაშინ თუ გავშლი, ეს გამოიწვევს აკრედიტაციის ჩამორთმევას და ამიტომ მანამდე გავშალე ეს ბანერი. ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიციის დაფიქსირება, რომ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს. ვმუშაობთ ამ ქვეყანაში უკეთესი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
არ შემოუშვეს ჩემი კოლეგები პარლამენტში. თანხმობა გვქონდა, რომ მათზე საშვები დაშვებულიყო, თუმცა ტექნიკური ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ მოახერხეს, რომ შემოსულიყვნენ. მე ჯერ კიდევ მაქვს აკრედიტაცია. შემოსასვლელში ჩამომართვეს თეთრი ფურცელი, რომელიც ჩანთიდან ამოიღეს, თუმცა მოვახერხე, რომ შემომეტანა ეს ბანერი“, – განაცხადა ნათია ამირანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ