„პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

„პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი გაათავისუფლეს.
დღეს, 24 ოქტომბერს, მას პოლიცია სახლთან დახვდა, ჰკითხა ვინაობა ჰკითხა და ამის შემდეგ წაიყვანა.
თუმცა დაკავებიდან ცოტა ხანში ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
როგორც „პუბლიკაში“ ამბობენ, ბასტი მგალობლიშვილს უთხრეს, რომ სხვაში აერიათ და გამოუშვეს.
„მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომის დროს დააკავეს. როგორც ის ჰყვება, მის მანქანასთან ორი პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.
ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ“, – წერს „პუბლიკა“.