„პუბლიკის“ ნაცემი ჟურნალისტი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო

„პუბლიკის” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც პროევროპულ აქციაზე სცემეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.
ალექსანდრე ქეშელაშვილი პირველი ჟურნალისტია, ვისაც პროევროპული აქციების განმავლობაში სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქეშელაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„პუბლიკის“ ცნობით, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბრის ღამეს] განვითარებულ მოვლენებზე. ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია