პუბლიკა: 18 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციელი 3 დღეში გამოუშვეს – ის შს მინისტრის მამაა

გამოცემა პუბლიკა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 12 წლის წინ პოლიციელ დავით გელაძეს ბრალად 18 წლის ბიჭის მკვლელობა ედებოდა, თუმცა იგი 3 დღეში გაათავისუფლეს და გირაო შეუფარდეს.

მათივე ცნობით, იგი დღევანდელი -ის მინისტრის, გელა გელაძის მამაა.

პუბლიკა წერს, რომ პროკურატურა და სასამართლო განაჩენის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში დავით გელაძე კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო მისი შვილი, გელა გელაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.