“პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?” – “ზენიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა “კვარას” “პარტენოპეიში” დარჩენა ურჩია

გუშინ ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” გარემარბმა მ გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით კი ქართველის შეძენით რამდენიმე გრანდი, ყველაზე მეტად კი “პარი სენ ჟერმენი” ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით, Match TV-სთან კომენტარი “ზენიტის” ყოფილმა ფორვარდმა, ალექსეი გასილინმა გააკეთა.
რუსი ფეხბურთელის თქმით, “კვარასთვის” “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლა, წინგადადგმული ნაბიჯი სულაც არ იქნება.
“გადაწყვეტილება “ნაპოლიზეა”, ყველმა იცის, რომ ხვიჩას წასვლა უნდა. ჩემთვის “ნაპოლი” და “პარი სენ ჟერმენი” ერთი დონის გუნდები არიან. “პარტენოპეი” სერია A-ს მოსაგებად იბრძვის, ხვიჩა აქ ლიდერია, კარგი ხელფასი
აქვს, ექნება შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ითამაშოს, ამ დროს კი პსჟ-ში გადასვლა?, არ ვიცი… პირადად ჩემთვის “ნაპოლიდან” “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი სულაც არ არის”, – განაცხადა გასილინმა.
შეგახსენებთ, რომანოს ინფორმაციით, ქართველი შემტევის დამატებით “ლივერპული”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ