“პსჟ-ში მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა” – სოსო პავლიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რუსეთში მცხოვრები ქართველი წარმოშობის მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა Metarating-თან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ს შესახებ ისაუბრა.
მომღერლის თქმით, “კვარა” “პარი სენ ჟერმენში” კილიან მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა.
“ხვიჩა პსჟ-ში მბაპეს ღირსეულად შეცვლიდა. კვარაცხელიას უზარმაზარი ნიჭი და წარმოუდგენელი მომავალი აქვს. თუ ის ყველაფერს სწორად გააკეთებს, დიდებული ფეხბურთელი გახდება”, – განაცხადა პავლიაშვილმა “კვარაზე”.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუხედავად პსჟ-ის ინტერესისა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ამ ზაფხულს გასხვისებას არ გეგმავს და მალე ქართველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.