“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ჟურნალისტებთან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
ხელაიფის თქმით, “ლა პულგამ” საფრანგეთში საუკეთესო თამაში იმიტომ ვერ აჩვენა, რომ პარიზში “ბარსელონასგან” სრულიად განსხვავებული სიტუაცია დახვდა.
“მესიზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ლეო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისთვის “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერი მარტივი არ იყო, რადგან “ბარსელონაში” ყველაფერი მესისთვის იყო მოწყობილი, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც მასზე იყვნენ ორიენტირებული, პსჟ-ში კი განსხვავებული სიტუაცია დახვდა”, – განაცხადა ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, მესი “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას 2021/2023 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში
ლეომ პარიზელთა რიგებში ჯამში 75 მატჩი გამართა, თავი კი 32 გატანილი გოლითა და 35 საგოლე პასით გამოიჩინა.