პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს

პსჟ შეიძლება მეკარეებმა – მატვეი საფონოვმა არნაუ ტენასმა დატოვონ.
თურქი კომენტატორი ერტემ შენერი თავის „ტვიტერზე“ წერს, რომ 26 წლის საფონოვით „გალათასარაი“ და „ბორნმუთი“ დაინტერესდნენ. გასულ სეზონში რუსმა მეკარემ ყველა ტურნირზე 17 მატჩში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა, კლუბთან კი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
RTVE-ს ჟურნალისტის არნაუ პოუს ცნობით, 24 წლის ესპანელ არნაუ ტენასს „ჟირონასგან“ და კიდევ რამდენიმე კლუბისგან აქვს შეთავაზება და რადგან თამაში თითქმის არ უწევს, გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს – ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება – პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში