პსჟ უკრაინელი მცველის შეძენას შეეცდება

ჟურნალისტი საშა ტავოლიერი “ტვიტერზე” წერს, რომ პსჟ ზაფხულში “ბორნმუთის” 22 წლის უკრაინელი მცველის ილია ზაბარნის შეძენას შეეცდება.
ზამთარში “ეკიპის” ჟურნალისტმა ლუის ტანზიმ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ზაბარნიმ ტრანსფერზე უარი იმის გამო თქვა, რომ პარიზულ გუნდში რუსი მატვეი საფონოვი თამაშობს. აღნიშნული იყო, რომ ზაბარნის სამსახურით პირადად იყო დაინტერესებული “პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი ლუის ენრიკე.
მიმდინარე სეზონში ზაბარნიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, კლუბთან კონტრაქტით 2029 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 40 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში