პსჟ-ს ყოფილი მცველი დილას ფეხბურთელი გახდა

„დილა“ იტყობინება, რომ მცველი ლენი მანისა დაიმატა:
„21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლენი მანისა კარიერას “დილაში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა უკანახაზელს საკმაოდ კარგი კარიერა უმაგრებს ზურგს. ლენიმ თამაში „გენგამის“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „პარის სენ ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდში გადაბარგდა და გუნდთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.
შემდეგი ნაბიჯი მის კარიერაში იტალიური“ პარმა“ იყო, რომლის რიგებშიც როგორც ასაკობრივ ასევე მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც გახლდათ, ბოლოს კი ბერძნულ აეკ-ში თამაშობდა. ლენი მანისას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც – საფრანგეთის 17-წლამდე ნაკრების წევრი იყო“.
ბელგიიდან “დინამოში” – მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის “დინამო” – “შავი ზღვის პირატების” განცხადება
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში