პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ფრანგულმა „ონზე მონდიალმა“ ევროპის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე დაასახელა.
დემბელეს Onze d’Or-ის პრიზი გადასცეს, რომელიც „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ალტერნატივაა. უსმანმა ხმების უმრავლესობით ლამინ იამალს (ბარსელონა) და კილიან მბაპეს (რეალი) აჯობა. მბაპემ „ონზე მონდიალის“ ნომინაციაში ზედიზედ მესამედ დაიკავა მესამე ადგილი.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.
გასულ სეზონში დემბელემ პსჟ-ში ყველა ტურნირზე 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, თავის გუნდთან ერთად ლიგა 1, საფრანგეთის თასი და სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა – პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
“ოქროს ბურთი” როდრის და დემბელეს – მაშ ვინისიუსს რაღა? – რეალი აღშფოთებულია
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება – კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება