პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

პსჟ დიდებულ სეზონს ატარებს, ოთხი ტურნირი მოიგო და მეხუთე ტიტულის მოპოვების შანსი აქვს, მაგრამ ამისათვის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალში „რეალს“, ფინალში კი „ჩელსის“ უნდა სძლიოს.
თუ დღეს პსჟ „რეალს“ დაამარცხებს, ეს სეზონში მისი 48-ე გამარჯვება იქნება და კლუბის მიერ 2015/16-ის სეზონში დამყარებულ რეკორდს დაამხობს, როდესაც გუნდს სათავეში ლორან ბლანი ედგა.
სეზონში გატანილი გოლების რეკორდი „პარი სენ ჟერმენმა“ 2017/18-ის სეზონში უნაი ემერის ხელმძღვანელობისას დაამყარა (171 გოლი 57 მატჩში). მიმდინარე სეზონში 63 შეხვედრაში 164 გოლი აქვთ გატანილი. ასე რომ, რეკორდის განსაახლებლად კიდევ 8 გოლის გატანა სჭირდებათ.
ოფიციალურად: “ლიონი” მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
პსჟ – “რეალის” დღე – კვარაცხელია “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში