პსჟ-ს და “ბაიერნის” პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-სა და „ბაიერნის“ მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მატჩი მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მომენტებს უფრო პარიზული გუნდი ქმნიდა: დებიუტში კვარაცხელიამ ბურთი მცველს აართვა, დუეს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაზე მყოფ ქართველს პასი არ გაუკეთა, თავად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ ხვიჩამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო ნოიერის კარის დალაშქვრა. ფაბიან რუისმაც ვერ გამოიყენა შანსი. მიუნხენელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, როდესაც ოლისეს დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია. მერე „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა და გატანა მეკარემ არ დაანება. “რეკორდმაისტერის” იერიშები სახიფათო იყო – კეინმა თავით ვერ გაიტანა, კიდევ ერთხელ გადაარჩინა “პარი სენ ჟერმენი” დონარუმამ, ბოლოს უპამეკანოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმიც დასრულდა.
პსჟ – ბაიერნი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში