პსჟ-ს და “ასტონ ვილას” პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი პსჟ-ს და „ასტონ ვილას“ შორის 1:1 დასრულდა.
მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის ვარაუდისა, უფრო კი სურვილისა, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. ხვიჩა თავიდანვე ძალიან აქტიური იყო, კამარასთან ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ წამოდგა, დემბელეს დარტყმული კი მეკარე მარტინესმა მოიგერია. შემდეგ ქართველმა მეტოქეს ბურთი აართვა, დრიბლინგი წამოიწყო, კეშმა წააქცია და მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პარიზელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ვიტინიას გატანა მარტინესმა არ დაანება, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სტუმრები როჯერსმა დააწინაურა. თუმცა, მალე
დუემ შორიდან დიდებული გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
პსჟ – ასტონ ვილა
გოლები: 0:1 როჯერსი (35), 1:1 დუე (39)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში