პსჟ სალაჰს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე “ლივერპული” – რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი ფანტასტიურ სეზონს ატარებს, ეგვიპტელს “მერსისაიდელთა” რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, თანაგუნდელებს კი 17-ჯერ გაატანინა.
გამოცდილ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს “სქაუზერებთან” კონტრაქტი ეწურება და მხარეები ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებისგან შორს არიან.
ფრანგი ჟურნალისტის, რომაინ კოლეს ცნობით, სალაჰს “ლივერპული” 2 წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 400 000 ევროს, პსჟ კი 3 წლიან ხელშეკრულებას და 500 000 ევროს სთავაზობს.
ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ეგვიპტელი შემტევი, შეგახსენებთ სალაჰი “ლივერპულის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში