პსჟ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ფავორიტია

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ფინალში „ინტერის“ განადგურების შემდეგ ბუკმეიკერებმა პარიზული კლუბი მესამე ადგილზე დააყენეს.
1 დეკემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 14.0-ს უდრიდა, ახლა კი 6.5-ს შეადგენს.
კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბუკმეიკერების ვერსიით:
· რეალი – 5.00
· მანჩესტერ სიტი – 5.50
· პარი სენ-ჟერმენი – 6.50
· ბაიერნი – 7.00
5-6. ინტერი – 11.00
5-6. ჩელსი – 11.00