მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალების მთავარი დაპირისპირება ოთხშაბთს, 23:00 საათზეა – პსჟ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. გამარჯვებულს ფინალში “ჩელსი” ან “ფლუმინენსე” ელის.
ჯგუფურ ეტაპზს ერთი მარცხის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდი აქამდე დამაჯერებლად მოვიდა, მათ შორის მადრიდის მეორე გუნდს, “ატლეტიკოს” (4:0) დიდი ანგარიშით აჯობა. ბოლოს “ბაირნთან” საფეხბურთო ომი იყო. რაც შეეხება “სამეფო კლუბს”, ხაბი ალონსო მას საკუთარ ხელს ნელ-ნელა ატყობს და მშვენივრადაც.
მადრიდელთა მთავარი პრობლემა ცენტრალური მცველის, დინ ჰუისენის დისკვალიფიკაციაა, ვინც “დორტმუნდთან” გააძევეს. სასტარტოში ახლა რუდიგერთან ერთად ასენსიო იქნება, ჯგუფურ ეტაპზე რომ გააძევეს. ამ პრობლემის გამო პსჟს ორი ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ ლუკას ერნანდესი სასტარტოს წევრი მაინც არაა, აი, პაჩოს კი ლუკას ბერალდო შეცვლის. სასტარტოში კიდევ ერთი ცვლილება ბარკოლას ნაცვლად დემბელეს თავიდანვე გამოჩენა იქნება.
“რეალი” მის ექსფეხბურთელს, ჰაკიმის უნდა უფრთხოდეს, ბოლო სამ მატჩში 2 გოლი და ერთი საგოლე პასი რომ აქვს.
ყველაზე საინტერესო ისაა, ალონსო მბაპეს სასტარტოში თუ დააყენებს, დიდებულ ფორმაში მყოფ, 21 წლის გარსიასთან ერთად თუ მის გარეშე.
ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების კლუბს “ნაპოლისთან” ერთად ორჯერ დაუპირისპირდა, ახლა კი ამას უფრო ძლიერ გუნდთან ერთად გააკეთებს. ცალკე ინტერესია “კვარასა” და ალექსანდრ-არნოლდის დაპირისპირება, უკვე რამდენჯერმე რომ შედგა და ინგლისელს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირს.
ლუის ენრიკეს წარმატებული სვლის გაგრძელება სურს და 10 წლის შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განსხვავებული ფორმატით მოგება. “რეალის” ფაქტორის მოუხედავად, ისინი ფავოროტები არიან.
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. მბაპეს ორი გოლით პარიზელები ორბურთიანი სხვაობით წინ იყვნენ, მაგრამ ბენ ზემამ სამი გაიტანა. მესის გაფუჭებული პენალტი რომ არა…
პსჟ:დონარუმა-ჰაკიმი,მარკინიოსი,პაჩო,მენდეში-ვიტინია,ნევეში,რუისი-დუე,დემბელე,კვარაცხელია;
რეალი:კურტუა – ალექსანდრ-არნოლდი,რუდიგერი,ასენსიო,ფ.გარსია-ჩუამენი,გიულერი-ვალვერდე,ბელინგემი,ვინისიუსი,გ.გარსია.
მსაჯი: მარცინიაკი(პოლონეთი).
სიომინი: კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას “ბარსელონაზე” უკეთესია, საფონოვი…
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია – თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში – 9-კაციანმა პსჟ-მ “ბაიერნს” მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
პსჟ “რეალის” გარემარბის შეძენას ცდილობს – მისი ღირებულება 90 მილიონია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბაიერნთან” მატჩში?
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი…
სიომინი: კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას “ბარსელონაზე” უკეთესია, საფონოვი…
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
პსჟ VS “ბაიერნი” – კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
“ბაიერნთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და “ბაიერნის” პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
