ევროპის სუპერთასზე პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ „ტოტენჰემთან“ 0:1 მარცხდება.
„პარი სენ ჟერმენმა“ თამაში ახალი მეკარით, დისკვალიფიცირებული ნევეშის გარეშე და შემტევი შემადგენლობით დაიწყო. თავიდან ფრთხილი, თანაბარი თამაში იყო, პირველი მომენტი „ტოტენჰემმა“ შექმნა, როდესაც რიშარილსონის დარტყმული ბურთი შევალიემ მოიგერია. პარიზულ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, სპარინგი არ ჩაუტარებია, ფორმაში არ არის, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და ვან დე ვენისგან გოლიც მიიღო.
პსჟ – ტოტენჰემი
გოლი: ვან დე ვენი (39)
