პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს – ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს

„კრასნოდარისა“ და სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ედუარდ სპერციანმა შეიძლება კარიერა ევროპულ გუნდში გააგრძელოს, – იტყობინება Championat-ი Transfer Feed-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ნახევარმცველით პსჟ და „მანჩესტერი“ დაინტერესდნენ და მისი შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ. Arménie Football-ის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც მოედნის ცენტრიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა შეუძლია და სპერციანი სწორედ ასეთი მოთამაშეა.
რაც შეეხება „იუნაიტედს“, ედუარდს ბრუნო ფერნანდეშის შემცვლელად განიხილავენ, რომელსაც საუდის არაბეთის კლუბები იწვევენ, მაგრამ ამჟამად პირდაპირ რუსეთიდან ინგლისში ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ძნელად წარმოსადგენია.
სპერციანმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრასნოდართან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა.
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება – პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში