პსჟ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ახალ მეგაშეთავაზებას უმზადებს

AS-ის ცნობით, პსჟ გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს ახალ შეთავაზებას უმზადებს. როგორც იცით, 25 წლის ფორვარდს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ის მადრიდის “რეალს” მიაშურებს.
პსჟ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს ახალი 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს და ამ დროის განმავლობაში 136 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს დედასა და ამავდროულად აგენტ ფაიზა ლამარის “რეალთან” კონფლიქტი აქვს, რის გამოც შესაძლოა, ტრანსფერი დაიბლოკოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში