პსჟ ლიდერობას ვერ იბრუნებს – “კვარა” მეკარესთან რევანშისთვის და ნაცნობი მსაჯით

2026 წელი გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით დავიწყეთ, ესპანეთის ჩემპიონატში კი წელი მე-18 ტურით განახლდა.
შაბათი, 21:30 სთ (ჩვენი დრო), ელჩე – ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე). Live – სილქ უნივერსალი.
რაც შეეხება საფრანგეთის პირველობას, მე-17 ტური “ლანსის” გამარჯვებით დაიწყო და მათ ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება.
კვირა. 20:15 საათზე, ბოლოადგილოსანი, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის “მეცი” “ლორიანს” ესტუმრება, ტურს კი ს პსჟ დახურავს, თბილისის დროით 23:45 საათზე პარიზულ დერბიში “პარიზს” “პარკ დე პრენსზე” უმასპინძლებს.
ეს დაპირისპირება დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება (12 იანვარს თასზეც შეხვდებიან) და ვნახოთ, მძლავრ პარიზელებს აუტსაიდერი თანაქალაქელები რას დაუპირისპირებენ.
ლუის ენრიკეს გუნდს 8 იანვარს საფრანგეთის სუპერთასი “მარსელთან” ელის, ამ თვეში ყველა ტურნირზე 7 მატჩია, მაგრამ ტონუსში შესასვლელად ალბათ მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა. შეტევაში დუე-დემბელე-კვარაცხელიას ელიან. 29 ნოემბრის შემდეგ პირველად, მეკარე ლუკას შევალიე ითამაშებს.
პარიზელთა რიგებში კვლავ არაა ჰაკიმი(ტრავმის შემდეგ პირველად ნაკრებში, 27 წუთი ითამაშა), ვისი მაროკოც ამ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ტანზანიასთან აფრიკის თასის პლეი-ოფში იასპარეზებს, მბაიეს სენეგალი კი სუდანს 3 იანვარს ეთამაშება. მეკარე საფონოვს ხელის მოტეხილობა აქვს, ტრავმა კი კორეელ ლისა და ნჯანტუსაც აწუხებთ.
“პარიზის” მეკარე გერმანელი ტრაპია, ვისთანაც თამაშის გამოცდილება ს “ნაპოლისა” და ჩემპიონთა ლიგიდან აქვს, როცა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ქართველს მისი დამწუხრება ახლა შეუძლია(აინტრახტთან ეფექტური საგოლე კი პასი ჰქონდა).
“პარიზმა” ჩემპიონატში ბოლოს 1-ელ ნოემბერს მოიგო და “მონაკოს” (1:0) აჯობა, პსჟ-მა კი ბოლოს სწორედ მონაკოელებთან, ნოემბერში, ამავე ანგარიშით წააგო.
მთავარი მსაჯი ფრანგი ბასტიენი იქნება. საინტერესოა, რომ ის იმ მატჩს მოემსახურა, როცა პსჟ “ლიონს” შეხვდა და “კვარამ” გაიტანა, რომელი გოლის ირგვლივაც კამათი იყო. 42 წლის არბიტრმა აქედან მალევე, თბილისში საქართველოსა და ესპანეთის (0:4) შეხვედრა განსაჯა.
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგმა” ქულები დაკარგა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი – “უოტფორდი” პრემიერლიგისკენ მიიწევს
დამძიმებული ფეხებით – ჩაკვეტაძემ “ლესტერთან” მატჩამდე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
“მიქაუტაძე “ვილიარეალს” წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან” – რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
რა სჭირს “ვილიარეალს”? – მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
დემბელე უკმაყოფილოა – ლუის ენრიკე ფრთხილობს
“ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია” – საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო – რა ხდება პსჟ-ში?
ვიტინია “რეალში” – რა თანხა დაუჯდება “სამეფო კლუბს” ტრანსფერი?
საფონოვმა ხელი მოიტეხა – თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
“წიტაიშვილი “ლაციოს” სჭირდება – მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს” – იტალიური მედია
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
“გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა” – ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა – ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ “ბარსელონასთან” მატჩში?
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] მიქაუტაძემ “ბარსასთან” მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა – “ბლაუგრანამ” “ვილიარეალის” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
[VIDEO] ულამაზესი კადრები – ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
“ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით” – ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
ენრიკე პსჟ-ში კიდევ დიდხანს? – პარიზელებს სურვილი აქვთ, ესპანელი მოიფიქრებს
კერპია – პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
ლუის ენრიკე ვიტინიას გამო პსჟ-დან წასვლით დაიმუქრა