“პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ…” – დომინიკ სობოსლაი

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “გალათასარაი” 4:0 (ორი მატჩის ჯამში 4:1) დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.
მერსისაიდელთა ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის თქმით, პსჟ ძლიერი გუნდია, თუმცა “ლივერპულმა” დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გუნდთან წარმატების მიღწევა შეუძლია.
“პირველ რიგში, “ბრაიტონთან” ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს “გალათასარაის” წინააღმდეგ მოვახერხეთ. პსჟ-სა და “ჩელსის” მეორე მატჩს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”, – განაცხადა სობოსლაიმ.