ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’ÉQUIPE-მა ლიგა 1-ის 30 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვთ.
რა თქმა უნდა, სიას სათავეში პსჟ-ის ფეხბურთელები უდგანან და საწყისი 11 მოთამაშე სწორედ პარიზული გუნდიდანაა. მე-12 პოზიციას კი “მარსელის” ახალწვეული ადრიენ რაბიო იკავებს.
პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია როგორც საკუთარ გუნდში, ისე ლიგა 1-ში, ანაზღაურებით მე-5-6-ე ადგილებს თანაგუნდელ ვიტინიასთან იყოფს.
ქართველი თვეში 900 000 ევროს გამოიმუშავებს. სიას სათავეში უსმან დემბელე უდგას, რომლის თვიური ხელფასიც 1 500 000 ევროა. ათეული ასე გამოიყურება:
1) უსმან დემბელე – 1
500 000 ევრო
2) მარკინიოსი – 1 200 000 ევრო
3) ლუკას ერნანდესი – 1 100 000 ევრო
3) აშრაფ ჰაკიმი – ერნანდესის მსგავსი ანაზღაურება (1 100 000 ევრო).
5) ვორენ ზაირი-ემერი – 950 000 ევრო
6) ვიტინია – 900 000 ევრო
6) ხვიჩა კვარაცხელია – ვიტინიას მსგავსი ანაზღაურება (900 000 ევრო).
8) ჯანლუიჯი დონარუმა – 849 500 ევრო
9) ნუნუ მენდეში – 800 000 ევრო
10) პრესნელ კიმპემბე – 640 000 ევრო
