პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

პსჟ „ასტონ ვილას“ 23 წლის შემტევი ნახევარმცველით, ბრენდან როჯერსით დაინტერესდა, – იტყობინება „ტელეგრაფი“.
გამოცემის ცნობით, „ასტონ ვილა“ როჯერსის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს მოითხოვს. ამ თანხის 20% ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა „მიდლსბრომ“ უნდა მიიღოს, რომლისგანაც ის 2024 წელს 15 მილიონ ფუნტად შეიძინა.
როჯერსმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბირმინგემელებთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 80 მილიონი ევროა.
ბრენდანს ინგლისის ნაკრებში 12 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი დამატების სურვილი აგრეთვე რამდენიმე ინგლისურ კლუბს აქვს.