უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე მინსკის „დინამოს“ 2:0 სძლია, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მეტოქე დაემარცხებინა და იმის გათვალისწინებით, რომ მეორე შეხვედრაც თბილისში იმართებოდა, ყველას ფავორიტად ქართული გუნდი მიაჩნდა, თუმცა…
და მოხდა ის, რაც წარმოუდგენლად მოჩანდა – უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბელარუსები უპირატესობას დაეუფლენ, ძირითად დროში 2:0 მოგვიგეს, პენალტების სერიაშიც დაგვჯაბნეს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებულები გამოვიდნენ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ნიონში გუშინ ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა და მინსკელების მეტოქე გაირკვა – პსჟ. ერთმატჩიანი დაპირისპირება 3 ან 4 თებერვალს ჩატარდება. თან მასპინძელი გუნდი მინსკის „დინამოა“. ჯერ უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში. მოკლედ, თბილისის „დინამო“ რომ მეთექვსმეტედფინალში გასულიყო, „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებდა.
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს კენჭისყრაზე ძალიან გაუმართლა.
გოჩოლეიშვილი “კოპენჰაგენის” შესანიშნავი ფეხბურთელია – ტრავმირებულ ქართველს დანიური მედია აქებს
“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ” – ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? – წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
ბელარუსული გუნდი რუსეთის ჩემპიონატში შესაძლო ჩართვას აპროტესტებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ატლეტიკთან” მატჩში?
ბელარუსმა ფეხბურთელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: ევროპირველობაზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა – ბელარუს ნაცნობებთან მეგობრული შეხვედრა არ გვექნება
რატომ აქვს გიორგი ნავალოვსკის რუსული პასპორტი – ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან
უტკინი “ზენიტის” მინსკის “დინამოსთან” დამარცხებაზე: ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა




