“პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ” – “ბოტაფოგოს” მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა

მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიური გუნდის მწვრთნელი რენატო პაივა ძალიან კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა პსჟ მათსავე სტილში დაამარცხა.
“ჩვენ პსჟ მათივე იარაღით დავამარცხეთ. ანუ, ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვიყავით, ერთად ვთამაშობდით, ყველა ფეხბურთელი იცავდა და ყველა ფეხბურთელი უტევდა. ეს არის პსჟ-ს დიდი საიდუმლო, თუ რატომ აღწევენ ისინი თავიანთ მიზნებს და იმარჯვებენ. ეს გუნდი ყველას ასწავლის საფეხბურთო გაკვეთილს.
ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უბრალოდ გუნდი ყოფილიყვნენ, ესიამოვნათ ფეხბურთით, ერთად ითამაშონ, ერთად შეუტიონ და ერთად დაიცვან თავი. ჩვენ ვაჩვენეთ ბრაზილიელი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხარისხი. ეს არის გამარჯვება ყველა მწვრთნელისთვის, ვინც ბრაზილიაში შესანიშნავ ფეხბურთელებთან მუშაობს”, – ციტირებს FIFA-ს პრესსამსახური პაივას სიტყვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში