“პსვ-მ უკეთ ითამაშა, მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს” – მანუელ ლოკატელი მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში პსვ-მ “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, შეხვედრის შემდეგ “ბიანკონერის” ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მძიმე მარცხი იყო, მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ. პსვ უფრო მონდომებული თამაშობდა, ვიდრე ჩვენ, მათ უბრალოდ მეტი სურდათ და შემდეგ ეტაპზე გასვლაც დაიმსახურეს. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. მოედანზე თანაგუნდელები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა.
ასეთი რთული მომენტების გადალახვა მხოლოდ დიდი შრომითა და ერთად დგომით არის შესაძლებელი”, – განაცხადა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ,
“იუვენტუსი” პსვ-სთან ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში