ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსვ “ბარსელონადან” განაპირა მცველის სერჟინიო დესტის გამოსყიდვას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდური კლუბი “ბლაუგრანას” 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, ეს თანხა კი კატალონიელთათვის მისაღებია.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” დესტი 2020 წელს, “აიაქსიდან” 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.