პროცესი 8 პოლიტიკოსის საქმეზე და პროკურორი მოსამართლეს – “არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ…”

24
ფოტოკოლაჟი – on.ge
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 8 პოლიტიკოსის საქმეზე მართავს პროცესს. ესენი არიან: , ზურაბ ჯაფარიძე, , , ელენე ხოშტარია, , და ბადრი ჯაფარიძე.
პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან ელენე ხოშტარია და , ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი სხდომაზე არ იქნება .
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
ამ დრომდე უცნობია, დაეთანხმება თუ არა სასამართლო სხდომის საჯაროობას, რომლის შესაბამის შუამდგომლობას დღეს ადვოკატები დააყენებენ.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ პროცესის საჯაროობაზე პრობლემა არასდროს ჰქონია და არ ითხოვს გასაიდუმლოებას, მაგრამ იქვე პროკურორი ამბობს, რომ დარბაზში წესრიგი უნდა იყოს და “არავის ჭკუას არ ასწავლის”, მაგრამ…
“ჩვენ არასდროს დაგვიმალავს რა მტკიცებულებები გვაქვს. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით საჯაროდ. პროკურატურის მხრიდან არასდროს ყოფილა იმის მოთხოვნა, რომ პროცესი ყოფილიყო დახურული და არანაირად არ ვართ მოწოდებული, რომ რაიმე გავასაიდუმლოოდ და რამე მტკიცებულებაზე ვთქვათ უარი. მაგრამ, აქ არის მეორე მხარე, სასამართლოს აქვს თავისი წესები და ახლა არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ როდესაც სასამართლო დარბაზში არიან, იქ წესრიგი უნდა დაიცვან”, – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
 – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
– ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.