პროცესი დაიწყო – საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი გახდება

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს საბერძნეთიც აღიარებს. ისევე, როგორც საბერძნეთში გაცემული მართვის მოწმობები საქართველოშიც ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება.
ურთიერთაღიარების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განკარგულებას ირაკლი მ ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. უცნობია, რა დრო დასჭირდება პროცედურების დასრულებას.
ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ მიმდინარე წლის ივლისში აღიარა. ასევე, ურთიერთაღიარების დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა ესპანეთთანაც.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ