აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი Labor-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეომასალა გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძე Labor-ის Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. პროფკავშირში აცხადებენ, რომ ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, თუმცა დოკუმენტში მითითებული არ არის რა გახდა საფუძველი. გიორგი დიასამიძემ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედება მის სახლშიც ჩატარდება.
„ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ძალიან მცირე ხანში ამ ყველაფერს დაემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა და იმისთვის რომ გარკვეული სახის პროტესტები არ დაორგანიზდეს, ველის მოსუფთავებას ცდილობენ.” – აცხადებს გიორგი დიასამიძე. მისი თქმით, პროფკავშირი ქვეყანაში ამ დროისთვის მიმდინარე ყველაზე პროტესტში მონაწილეობს და ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს. გიორგი დიასამიძემ Labor-ის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ მათ პროფკავშირების გაერთიანებასთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, რადგან Labor-მა თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. ,,საეჭვოდ ემთხვევა ეს ფაქტები”- განაცხადა გიორგი დიასამიძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მხოლოდ ჩატარებული ჩხრეკის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
