პროფკავშირი: 2017-2023 წლებში გელათის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში 4 589 724 ლარამდე დაიხარჯა

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში დაახლოებით 4 589 724 ლარი დაიხარჯა – “სამუშაოების არაკვალიფიციურად ჩატარების გამო გელათის ტაძრები დაზიანდა და მათი მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა!” აცხადებს პროფკავშირი

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გელათის რეაბილიტაციაზე 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. განკარგულებით, თანხა ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშზე გადაირიცხება, შემდეგ კი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს გადაეცემა, მაგრამ ზუსტად რისთვისაა საჭირო ეს თანხა, განკარგულებაში მითითებული არ არის.

ცნობისთვის, გელათი ივლისიდან დახურულია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება