„პროფკავშირები“ – IRI-ის კვლევის მიხედვით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა პროფკავშირების საქმიანობისადმი დადებითი შეფასება უარყოფითს აჭარბებს

პროფკავშირების ცნობით, IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა პროფკავშირების საქმიანობისადმი დადებითი შეფასება უარყოფითს აჭარბებს.
გაერთიანების ინფორმაციით, საზოგადოება წინა წელთან შედარებით, წელს კიდევ უფრო მეტად ენდობა პროფკავშირების საქმიანობას.
„თუ შარშან 27% ორგანიზაციის საქმიანობას დადებითად აფასებდა, წელს ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად, მთელი 6%-ით არის შემცირებული ნეგატიური შეფასების მაჩვენებელიც, რომელმაც 33-დან 27%-მდე დაიწია და ჩამოთვლილი თხუთმეტი ინსტიტუტიდან, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, პროფკავშირების საქმიანობას ყველაზე ნაკლები უარყოფითი შეფასება აქვს. გამოკითხულ რესპონდენტთა 37% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობაა, ხოლო 14 % მიიჩნევს, რომ უმუშევრობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
პროფკავშირები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში, დასაქმებულ ადამიანებს უკეთესი შრომითი გარემო, პირობები და საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეთ. ამაღლდეს მშრომელთა ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოსგან ველოდებით მოსმენების დაწყებას ორგანიზაციის მიერ 6 ოქტომბერს დარეგისტრირებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ჰქონდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი. პროფკავშირები მომავალშიც გააგრძელებს დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და გაძლიერებას. ინტენსიურად ჩაატარებს კვლევებსა და სემინარებს, კვლავ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სამმხრივი კომისიის სხდომებში და საზოგადოებას ჩააბარებს ანგარიშს, თუ რა კეთდება ქვეყნის წამყვანი ძალის, დასაქმებულების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია „პროფკავშირების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?