პროფკავშირების გენერალური მდივნად ირაკლი პეტრიაშვილი, პრეზიდენტი კი რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი, პრეზიდენტი კი რაისა ლიპარტელიანი იქნება.
2025 წლის 24 ოქტომბერს, პროფკავშირების 120-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ხელმძღვანელი პირების განსხვავებული სტრუქტურით ჩაატარა. ახალი წესის მიხედვით, გაერთიანებას თავმჯდომარის ნაცვლად გენერალური მდივანი და პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ. გენერალური მდივნის მოადგილეების პოზიციები თამარ სურმავამ და ლავრენტი ალანიამ დაიკავეს.
გაერთიანების ცნობით, 24 ოქტომბერს გამართულ მე-16 ყრილობაში მონაწილეობა მიიღო 175-მა დელეგატმა და 50-ზე მეტმა მოწვეულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სტუმარმა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირებიდან.
ყრილობაზე მოისმინეს და დაამტკიცეს 2021-2025 წლების ანგარიში. ასევე, დაამტკიცა 2026-2029 წლების სამოქმედო პროგრამა.
“ყრილობაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე დასაქმებულთა ღირსეული შრომის სტანდარტების უზრუნველსაყოფად”, – წერია გაერთიანების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)