პროფესორ-მასწავლებლები მარშს აანონსებენ – “ხელისუფლება ცდილობს შელახოს უნივერსიტეტების ავტონომია”

25 მაისს, 17:00-ზე რუსულ კანონს ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააპროტესტებენ. ისინი მარშს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მოაწყობენ.
“ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების – სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლება და შესაბამისად, უგულებელყოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განსაზღვრული გარანტიები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონის ამოქმედება და არსებული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს აყენებს მძიმე რეპუტაციულ ზიანს, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას და აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო იზოლაციას და ეროზიას გამოიწვევს. ვიაზრებთ რა აღნიშნულ საფრთხეებს, ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 17:00 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს პარლამენტის მიმართულებით. შემოგვიერთდით” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს