პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე -სგან რეაგირებას მოითხოვს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის წარმოებისა და კრიმინოლოგიის პროფესორმა, ბესიკ ქუთათელაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „TV პირველის“ გადაცემაში („პირველამდე“) სტუმრობის შემდეგ, სოციალურ ქსელში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პროფესორი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს.
ქუთათელაძემ გააზიარა სკრინი, რომელშიც „ფეისბუკის“ მომხმარებელი კახა ირემაძე იარაღის ფოტოს აქვეყნებს და პროფესორის მისამართით წერს: „ტყვია შუბლში“.
„გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოიძიოთ ეს მუქარა და დაიბაროთ კახა ირემაძე გამოკითხვაზე“, – საჯაროდ მიმართა -ს ბესიკ ქუთათელაძემ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს და დაინტერესდა, ბესიკ ქუთათელაძის მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის ფაქტზე იქნება თუ არა რეაგირება? მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ბესიკ ქუთათელაძემ 2023 წლის აგვისტოში ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ ილაპარაკა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე და ღიად თქვა, რომ გეია.
„შარშანწინ, რომ ჩამოვედი საქართველოში და დავინახე ლგბტ ადამიანების დემონიზაციის პროცესი გარკვეული სამთავრობო ლოჟებიდან, ამან ძალიან გული დამწყვიტა და დამარწმუნა, რომ ჩემი როლი უნდა ვითამაშოო ამ პროცესში“, – აღნიშნა ქუთათელაძემ 2024 წლის 19 ივლისს, „TV პირველის“ გადაცემაში, სადაც შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს