პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც

პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც
ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც.
„პირადად ჩემი და საერთო სასამართლოების სახელით მინდა, უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მადლობა ვუთხრა მას უზენაეს სასამართლოში მობრძანებისთვის. ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მეტადრე უფრო სასიხარულო იქნებოდა ჩვენთვის ბატონ ირაკლისთან საუბარი და დისკუსია გვქონოდა მართლმსაჯულებისათვის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც გვიწევს იმ სირთულეებზე საუბარი, რომელიც წლებია, გრძელდება სასამართლოსთან მიმართებაში და რომელიც უხეშად ლახავს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.
ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. პროფესიული სირთულეების მიღმა იცით, რომ ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. მე სამწუხაროდ, სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ გამოვძებნე იმ ვითარების დასაფიქსირებლად, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო ვითარდება“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
Previous: ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, როდესაც ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში