პროფესიული მარშები 2013-2014 წლების მაიდნის სცენარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ სცენარებს და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას

რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
„რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს , მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია იმისათვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი