პროფესიული განვითარების სქემა არ არის მორგებული არაქართულელოვანი სკოლების მასწავლებლებზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოარგოს არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებს. ომბუდსმენმა ეს განცხადება მასწავლებელთა მიმართვის შემდეგ გაავრცელა.
“სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებს.
განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა კოორდინირებულად უნდა დაგეგმონ აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსის დროულ და ეფექტიან ცვლილებას.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სახელმწიფო ენის ცოდნის ხელშეწყობაზეც. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უნდა დაინერგოს სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამები უფროსი თაობის მოქალაქეებისთვისაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება