“პროფესიონალ მატყუარას მოუწევს დებატებში დაჯდომა”– ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ოცნების” ყოფილი წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და ამბობს:
ს სიტყვას ფასი არ აქვს. ის მუდმივ რეჟიმში იტყუება და შესაბამისად, არის პროფესიონალი მატყუარა. ჩემი აზრით, რამაც გადააწყვეტინა, ეს არის შიში, შიში, რომელიც მას გლობალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დებატებზე დაჯდომა, მას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, ის ვერ დაიმალება კოლბაში, ის უნდა გამოვიდეს კოლბიდან. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ადამიანების მოხმარება, პირდაპირი მნიშნელობით. ასე, ლიმონივით გამოწურვა და მერე გადაგდება. ასე ექცევა ადმაიანებს, მაგრამ ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც ამის უფლებას აძლევენ მას. ჩვენ გვეგონა, რომ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი, მაგრამ ბიძინა ივანიშილია ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი და ამ ქვეყანაში დდიქტატურა და დიქტატორები დამთავრდებიან, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო სთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ