პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენცია ,,შერატონ მეტეხი გრანდ პალასში” გაიმართა

სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი გრანდ პალასში”, “პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი – ლიზი მორი, მენტორი, ქორეოგრაფი, Exhibition და საჩვენებელი ცეკვის მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი – ვიქტორ და სილვა, პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი – ეკატერინე არჩაია, ფესტივალის დირექტორი – ანი ლაღიძე და ღონისძიების რეჟისორი – ანდრო ენუქიძე.
წლევანდელ ფესტივალზე ჩამოვლენ საპატიო სტუმრები: გერმანიიდან – ძირკ ბაისტერი, იტალიიდან – ჯერი ებრატე, აზერბაიჯანიდან – ელდარ ჯაფაროვი, დან – სლავა აჟიდერსკი, სომხეთიდან – მარიანნა მამიანი და უმაღლესი კატეგორიის მსაჯები სხვა მრავალი ქვეყნიდან.
ფესტივალის მიზანია მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მასში მონაწილე ადგილობრივ მოცეკვავეთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან ჩამოსული მოცეკვავე-წყვილები. ფესტივალის მსვლელობის პერიოდში, ეგრეთ წოდებული „მრავალფეროვანი საქართველოს“ უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველად მოგზაური-ტურისტები ეწვევიან.
ასეთი რანგის საერთაშორისო პროექტის განხორციელებით საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია მსოფლიოში მეტად გაიზრდება, ქვეყანაში კი ტურიზმის განვითარების ტემპს უფრო დააჩქარებს.
ლიზი მორი – ფესტივალის დამფუძნებელი:
-19 ოქტომბერს, თბილისი პირველად მასპინძლობს “პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს”. სპეციალურად ფესტივალისათვის თბილისს სტუმრობენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფესტივალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ტურნირს, სადაც ამ განსაკუთრებულ დღეს, თბილისში, უცხოელი და ადგილობრივი საუკეთესო წყვილები შეიკრიბებიან საასპარეზოდ – „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ (Dance Queen Trophy Georgia) მოსაპოვებლად. ფესტივალს საღამოს გამართული გალა-მიღება დააგვირგვინებს, სადაც მაყურებლის წინაშე, გამარჯვებული ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, დღეს ყველასთვის ქარიზმატული მოცეკვავე, „Exhebition“ცეკვის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ და სილვა შესანიშნავ მეწყვილესთან, მსოფლიო ჩემპიონთან, კატერინა კრისანოვასთან ერთად წარდგება.
ვიქტორ და სილვა – მოცეკვავე:
-მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები ლიზი მორის მოწვევით. ძალზე მნიშვნელოვანი შოუ პროგრამა ჩამოვიტანეთ, რომელსაც მაყურებელი 19 ოქტომბერს იხილავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს კიდევ არაერთხელ ვეწვევი, რადგან მოხიბლული ვარ ხალხით და საოცრად ორგანიზებული ფესტივალით. გელოდებით 19 ოქტომბერს დაუვიწყარ შოუზე.
ეკატერინე არჩაია – პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი:
-ყველაზე მეტად სასიხარულოა, რომ ლიზიმ დიდი ხნის ოცნება აისრულა. ეს ფესტივალი და კონკურსი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ჩვენს ფედერაციაში გაერთიანებული ახალგაზრდების კარიერული წინსვლისთვის.
ანდრო ენუქიძე – ღონისძიების რეჟისორი:
-19 ოქტომბრის ფესტივალი გაბედული ნაბიჯია საქართველოს საცეკვაო სამეჯლისო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. აუცილებლად გაჩნდება საქართველო მსოფლიოს სამეჯლისო ცეკვების რუკაზე როგორც ქვეყანა, სადაც ტარდება მასშტაბური ფესტივალი. რა თქმა უნდა, ბრჭყვიალა და გლამურული ფესტივალი იქნება, რადგან თვითონ ფესტივალი განაპირობებს ამას. მსოფლიოს ლეგენდა ვიქტორ და სილვა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი განსაკუთრებულ შოუს ამზადებს, რომელიც მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება.
ანი ლაღიძე – ფესტივალის დირექტორი:
– პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და სტარტს იღებს 19 ოქტომბერს, დიდი პატივია უმასპინძლოს ვიქტორ და სილვას – ჩემპიონს, მენტორს, ქორეოგრაფს, მსახიობს, მოცეკვავეს. ის მაქსიმუმს აკეთებს და თავის ძალისხმევას არ იშურებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლა ირჩევენ ამ ულამაზეს პროფესიას თავიანთი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.
ვიქტორ და სილვა გამოირჩევა თავისი დაუვიწყარი ჰაერში ატაცებებით , ბრუნებით და სხეულით მოყოლილი ამბებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დროის საუკეთესო მოცეკვავეთა შორის დღეს ის იკავებს საპატიო და ღირსეულ ადგილს. იგი უბედნიერესია ჩვენთან შეხვედრით და ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ გვესტუმრა. გვყავს საერთაშორისო კატეგორიის ჟიური და ფესტივალის თითოეულ მონაწილეს – ადგილობრივ თუ უცხოელ წყვილებს, ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას. მადლობელი ვართ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენთან თბილისში.
ფესტივალის ორგანიზატორია შპს „იამა 2025“.ფესტივალის ორგანიზატორია პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და the World Dance Council (WDC) მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და გენერალურ თათბირზე საქართველოდან ყოველწლიურად მიწვეული დელეგატი ლიზი მორი.
ფესტივალის მხადამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალის ოფიციალური სასმელი წყალი – ნაბეღლავი.
საინფორმაციო მხარდმჭერები: ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, რადიო ,,ფორტუნა”.