Microsoft-მა გამოავლინა პროფესიები, რომლებიც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გამო გაქრეს ან შეიცვალოს მომდევნო 3–8 წლის განმავლობაში. 40-პუნქტიანი სია კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული.
ცხრა თვის განმავლობაში ანალიტიკოსები სწავლობდნენ ამერიკელ მომხმარებლებსა და ჩათბოტ Copilot-ს შორის ანონიმურ დიალოგებს, რათა გაერკვიათ, სად და როგორ გამოიყენება უკვე ნეირონული ქსელები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად ენასთან დაკავშირებული ამოცანებისთვის იყენებენ. ამიტომ ყველაზე პირველებად, სავარაუდოდ, თარგმნის სპეციალისტის – თარჯიმნის პროფესია გაქრება.
მეორე ადგილზე ისტორიკოსები აღმოჩნდნენ. ინფორმაციის მოძიება, მონაცემების გადამოწმება და ფაქტების კვლევა – ყველაზე გავრცელებული მოთხოვნებია Copilot-ში.
Microsoft-ის სიაში ასევე მოხვდნენ ბორტგამყოლები და სტიუარდები, მწერლები, გამყიდველები, რედაქტორები, ჟურნალისტები, წამყვანები, კონსიერჟები, ვებდეველოპერები და სხვა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტი სპეციალისტებს სრულად ვერ სრულად ჩაანაცვლებს, თუმცა მნიშვნელოვნად შეცვლის მათ სამუშაო პროცესს. ამ ეტაპზე საფრთხის გარეშეა იმპროფესიების ბედი, რომლებიც მოითხოვს ადამიანის ფიზიკურ შრომას მოითხოვს ან ადგილზე ფიზიკურად ყოფნას, მაგალითად: მძღოლები, ძიძები და მასაჟისტები.
