პროუკრაინული რუსული ჯგუფი: იჩქერიის მებრძოლებთან ერთად რუსეთის ერთერთი დასახლება დავიკავეთ

პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ს ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად ს ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2010 წლის მონაცემებით დასახლებაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.
17 მარტს საბრძოლო ჯგუფების ხელმძღვანელობამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუტინს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა კირილო ბუდანოვმა ჯგუფებს შეძლებისდაგვარად დახმარებას დაპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ