პროუკრაინული რუსული ჯგუფები პუტინს: შეწყვიტე ცირკი, მიეცი ევაკუაციის უფლება მშვიდობიანებს

პროუკრაინულმა სამხედრო ჯგუფებმა, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ს ბატალიონმა და ლეგიონმა ს თავისუფლება ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ვლადიმირ პუტინს ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გავყანისკენ მოუწოდეს.
“მივმართავთ ვლადიმირ პუტინს, მთელი მსოფლიო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებ, თუ როგორ გადაიქცა რუსული ქალაქი ბელგოროდი, ბელგოროდისა და კურსკის ოლქები აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონად. ამავდროულად, შენს მიერ მართული ადმინისტრაცია, ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას უშლის ხელს. ამასთან დაკავშირებით, შენი ამბიციების გამო იტანჯებიან და იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. მოგიწოდებთ შეწყვიტო ეს ცირკი, იფიქრო უდანაშაულო რუსეთის მოქალაქეებზე და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მათ ევაკუაციის უფლება მისცე. შენი არჩევნები დიდი ხანია ფარსად იქცა. შეწყვიტე ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების ქვეშ, საარჩევნო უბნებზე გამართულ შენს სპექტაკლში უბრალო ადამიანების გამოყენება. შენ დიდი ხნის წინ დაკარგე შენი ლეგიტიმურობა და დღესდღეობით საარჩევნო პროცესის ხილვადობაც კი გამქრალია. ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთს სჭირდება სასწრაფო და ძირეული ცვლილებები”. – ამბობს პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფების სპიკერი.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ