პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2010 წლის მონაცემებით დასახლებაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.
17 მარტს საბრძოლო ჯგუფების ხელმძღვანელობამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუტინს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა კირილო ბუდანოვმა ჯგუფებს შეძლებისდაგვარად დახმარებას დაპირდა.