პროუკრაინული რუსული დანაყოფები: ნებისმიერი მსხვერპლი გუბერნატორების სინდისზე იქნება

უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ლეგიონმა ს თავისუფლებამ და ციმბირულმა ბატალიონმა კიდევ ერთი საერთო განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქვედანაყოფები ბელგოროდის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვსა და კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტს მოუწოდებენ, რომ არ შეასრულონ ვლადიმირ პუტინის დავალებები და ხელი არ შეუშალონ ხალხის ევაკუაციას და დაიწყონ მოქალაქეების გაყვანის პროცესი. მათი თქმით, საბრძოლო მოქმედებების დროს მსხვერპლზე პასუხისმგებლები იქნებიან თავად გუბერნატორები.
განცხადებაში წერია:
“რუსეთის რეგიონების გათავისუფლება პუტინის ტერორისტული რეჟიმისგან ამ წუთებში გრძელდება. ახლა პუტინის ჯარებზე ბელგოროდისა და კურსკში მასობრივი დარტყმები მიგვაქვს.
მოვუწოდებთ ამ ოლქების უფლებამოსილ პირებს, პირველ რიგში კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტსა და ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ ევაკუაცია ზემოხსენებული რეგიონების მთელი ტერიტორიიდან და შეუფერხებლად გაიყვანონ მოქალაქეები.
მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ომისგან და საბრძოლო მოქმედებების დროს ნებისმიერი მსხვერპლი სტაროვოიტისა და გლადკოვის სინდისზე იქნება.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ გუბერნატორებმა შეწყვიტონ პუტინის ხუნტას კრიმინალური ბრძანებების შესრულება და არ შეეწინააღმდეგონ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებმაც თავად უკვე გადაწყვიტეს თავიანთი სახლების დატოვება და ოჯახების სიცოცხლის გადარჩენა. კურსკისა და ბელგოროდის ოლქების გათავისუფლების ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. გამარჯვება ჩვენი იქნება”.
აქამდე, პროუკრაინული ქვედანაყოფების გაფრთხილების შემდეგ ბელგოროდში აფეთქებების ხმები გაისმა. რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ დაიღუპა ორი ადამიანი.
13 მარტს პროუკრაინულმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაავრცელეს მიმართვა ბელგოროდისა და კურსკის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ ევაკუაცია დაეწყოთ. 14 მარტის დილით კი რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაურმა მიმართა ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომ გასულიყვნენ დასახლებული პუნქტებიდან, რადგან რამდენიმე წუთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებდნენ.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ს ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
მოხალისოებრივი ჯგუფების მოქმედების პარალელურად, 13 მარტს რუსეთის რეგიონებზე, 7 სხვადასხვა ოლქში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში.
პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო ს დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ უკრაინელები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას თუ არა, სულ მცირე, ხელის შეშლას ცდილობენ. მისივე აზრით, მათ სურთ გარკვეული ტერიტორიის დაკავება, რათა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების დროს გასაცვლელად გამოიყენონ.
სასაზღვრო შეტაკებების მიუხედავად, სპეციალურ მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 15 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ყველა ქალაქში, დასახლებასა და სოფელში გაიხსნება.