კადრები დაჯგუფება Atesh-ის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდანპროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფება Atesh-ის წევრებმა ნოვგოროდის ოლქში, რუსული რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დაჯგუფება ავრცელებს.
Atesh-ის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებდნენ, 17 მარტს ცეცხლი წაუკიდეს სამ მობილურ ანძას, რომლებიც რადიო-ელექტრონული ბრძოლის ანტენებით იყო აღჭურვილი.
დაჯგუფების თქმით, ნოვგოროდში მათი ოპერაციის დამსახურებით უკრაინულ დრონებს თავისუფალად გადაადგილების საშუალება მიეცათ, რის შედეგადაც უკრაინის ძალებმა ქალაქ სტარაია-რუსაში თვითმფრინავების სარემონტო ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 17 მარტს სტარაია-რუსაში მდებარე 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს.
ქარხანა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და მათი კომპონენტების შეკეთებასა და მოდერნიზაციაში სპეციალიზდება.