პროტესტს შინაარსი გამოეცალა – შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს მონაწილეთა რაოდენობა, რასაც ერთი მთავარი მიზეზი აქვს – კობახიძე

უკვე რამდენიმე დღეა ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმადიანი“ ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აქციებიც „მილევად რეჟიმშია“.
„შეკრება არის მილევად რეჟიმში. ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც ერთი მთავარი მიზეზი აქვს – პროტესტს შინაარსი გამოეცალა მთლიანად. რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს. ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და მეორე, იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, უკვე მეცხრე წააგეს. არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, ეს შეკრება შინაარსისგან დაცლილი რჩება. ასეთ პირობებში, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, მილევად რეჟიმშია და მათთვის ყველაფერი უსახელოდ დასრულდება“,-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას