პროტესტი ქალთა ციხეში – პატიმარს მეხუთე დღეა პირი აქვს ამოკერილი (ვიდეო)

ქალთა ციხეში დახმარებას ითხოვენ – ქალი პატიმარი საპყრობილეებში არსებულ მძიმე ვითარებას და არაადამიანურ პირობებს აპროტესტებს.

როგორც ის “პირველებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, უკვე მეხუთე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, შიმშილობს და პირი აქვს ამოკერილი.

ირკვევა, რომ მცირეწლოვანი შვილების დედას უდოზე უარს ეუბნებიან.

პატიმარი ქალი ამბობს, რომ დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს და ციხის დირექტორსაც მიმართა, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.