პროტესტი გრძელდება რუსთავშიც – მოქალაქეებმა ევროპული კურსის მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს

რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან, თამარ მეფის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, რუსთავის მერიის წინ დაასრულეს.
რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, სთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.
რუსთავში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
„მე იმიტომ ვარ რუსთავში, რომ გავამხნეო ჩვენი მხარდაჭერები და ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ პოლიტიკას საქართველოში. არ დარჩენილი დემოკრატიული ქვეყანა, რომელთანაც კონფლიქტი არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ და მის ე.წ. კრიმინალურ ბანდას“. ჩვენი ამოცანაა ვიაროთ ყველა ქალაქში, სოფელში და ვუთხრათ მხარდამჭერებს, რომ მარტო თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ქუჩაზე“, – განაცხადა რუსთავში აქციაზე მყოფმა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ.
რუსთავში საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა იმართება.
ფოტო: “ინფო რუსთავი”.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები